სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპროტესტო აქცია პროკურატურასთან და ყანდიაშვილის პასუხი

იპოთეკარებისგან დაზარალებულმა ოჯახებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი ბრალდებებს კოკა ყანდიაშვილს და მის ოჯახს უყენებენ და პროკურატურას გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

დაზარალებულები ამბობენ, რომ კოკა ყანდიაშვილს შემუშავებული ჰქონდა თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც, რიგით ადამიანებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობდნენ და ბინებს საკუთარი ნებით იპოთეკით ატვირთინებდნენ, ხოლო მოგვიანებით კი აღმოაჩენდნენ, რომ მათი ბინები რამდენჯერმე გადაყიდული იყო.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ თაღლითური სქემის შედეგად ათეულობით ოჯახი დაზარალდა, ნაწილი კი უკვე ბინებიდან გამოასახლეს.

პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქციის საპასუხოდ, კოკა ყანდიაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც droni.ge უცვლელად გთავაზობთ.

„პატივცემულო საზოგადოებავ! დღეს, 26 დეკემბერს, ყველა ტელეარხმა გადასცა რეპორტაჟი აქციის შესახებ, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან - ჩემს წინააღმდეგ გაიმართა!
მივმართავ მთავარ პროკურორს, ბატომ არჩილ კბილაშვილს!
გთხოვთ, გამოიძიოთ აქციის მონაწილეთა მიერ მოთხოვნილი საქმე. თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდა, თუნდაც 10 ლარიანი ჯარიმის ტოლფასი - მზად ვარ მოვიხადო სამუდამო პატიმრობა და აღარასოდეს გამოვიდე ციხიდან! სხვა შემთხვევაში, იმედია - ცილისმწამებელთა კანონით გათვალისწინებულ პასუხისგება დადგება! ყველაფერს აქვს საზღვარი - თმენის ვალდებულებასაც. პატივისცემით, კოკა ყანდიაშვილი.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100