სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ჯარიმას გადაიხდის

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, მასზე დაკისრებული ჯარიმის - 20 მილიონი ლარის გადახდას აპირებს. „20 მილიონსაც გადავრიცხავ და კახი კალაძეც გადაიხდის ჯარიმას, ოღონდ სტიქიით დაზარალებულებს მისცენ. 80 მილიონი გადავრიცხე იმ მიზნით, რომ დავხმარებოდი კახელებს. ამ თანხასაც გადავიხდი და ვერ იტყვიან, რომ ფული არ აქვთ. კახი კალაძეც დავითანხმე, რომ თავის ჯარიმას გადარიცხავს, ოღონდ მიზნობრივად, ხალხს მისცენ ის, რაც დაკარგეს“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონით, კახი კალაძე კი 17 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ეს მას შემდეგ, რაც პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა, ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ, კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხა გაიტანეს. ბიძინა ივანიშვილმა გაიტანა 5.552.135 ლარი, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი.

თავიდან, ოლიგარქი იმუქრებოდა, რომ კაპიკს არ გადაიხდიდა. გულზე მჯიღს იცემდა, ავტოგოლისტი კახი კალაძეც. ორივე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დამაჯერებლად დაიქადნებოდა. ივანიშვილს სჩვევია სიტყვის გატეხვა და ყალბი ყბედობა. ეს მისი ხასიათის შტრიხია. ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს, აკეთებს მესამეს. ოლიგარქი ასე იმუქრებოდა პირველად 80 მილიონით რომ დააჯარიმეს. მერე გამოსავალი იპოვა და სტიქიით დაზარალებულ კახელებს მინდა შევწირო ეს თანხაო, ასე დამადლებით, მაინც გადაიხადა. მერე კარგა ხანს გაჰყვიროდა, თითქოს კახელებს დაეხმარა. რეალურად, მის მიერ გადახდილ ჯარიმას არაფერი ქონდა საერთო სტიქიით დაზარალებულთა ანგარიშთან. მოკლედ ბიძინამ სიტყვა გაისროლა, ვინც დაიჯერებდა დაიჯერებდა. პირდაპირ რომ ეთქვა იძულებული ვარ ჯარიმა გადავიხადოო, „არაქურდული–არარუსული“ იყო. ტყუილი, თუნდაც უმოკლესი ფეხებით, უფრო ბიძინასეულია, ვიდრე კანონიერი ქმედების აღიარება.

ახლა მორიგი ჯარიმაა და ბიძინა ისევ ისე „კოხტად“ გადაიხდის ამ ჯარიმასაც. მეტიც, კალაძეც დაურწმუნებია, რომ ჯარიმა გადასახდელია. ისევ კახელებს და სტიქიას ახსენებს, მაგრამ უფრო ხმადაბლა. იცის, არავის სჯერა მისი ქველმოქმედების. სად ბიძინა და სად უანგარობა. მისი ცხოვრების კრედოა „ხელი ხელს ბანს, ორივე პირსო“.

მოკლედ, ბიძინას ისევ უკან მიაქვს სიტყვა. ამჯერად, გონივრულად. თუმცა, ის რომ სიტყვის კაცი არ არის, ეს ეპიზოდიც ნათლად გვანახებს. ასე იყო, ნინო ბურჯანაძეც, ეს ხელისუფლება თუ არა დავამხე, თითებს ბრილიანტებიანად დავიკვნეტო, “გვანერვიულა” ბრილიანტებზე. დაიკვნიტა? ახლა ბიძინა ატყუებს ბრიყვებს. ამბობს, მაგრამ ვერ ასრულებს, რადგან იცის, შეასრულებს და ცუდად დაასრულებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100