სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყვილების 12% კარანტინის შემდეგ ურთიერთობებში პაუზის აღებას გეგმავს

საფრანგეთში კარანტინის მოხსნის შემდეგ წყვილების 4% განქორწინებას, 12% კი ურთიერთობებში პაუზის აღებას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ კვლევითი ინსტიტუტის Ifop-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.

კვლევის თანახმად, წყვილების უმეტესობამ იზოლაციის პერიოდი წარმატებით გადაიტანა. გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ იზოლაციაში ყოფნას მათი ურთიერთობა არ შეუცვლია, 30%-თან კარანტინმა დადებითი როლი შეასრულა, ხოლო 10%-მა ამ გამოცდილებას „მძიმე და კატასტროფული“ უწოდა.

გამოკითხულთა 12%-მა განაცხადა, რომ განმეორებითი კარანტინის შემთხვევაში ამჟამინდელ პარტნიორთან მის გატარებას არ ისურვებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100