სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უხამსი წამოკივლებები და ჩოგბურთის სექსხმოვანება

როდესაც ტურნირი ტელევიზიით გადაიცემა, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს შემთხვევით პორნოარხზე გადართე. მთელი ეს წამოკივლებები იმდენად უხამსია, რომ არ იცი, სად დაიმალო..მკი­ვა­ნა­თა შო­რის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­­ლია ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა. “რამე მოუხერხეთ ამ ჰარპიებს. მაგალითად, პირზე ააკარით პლასტირი, რომ ისე აღარ ყვიროდნენ, როგორც ეს პორნოფილმებშია” - მსგავსი უკმაყოფილებები ხშირად ისმის იმათი მხრიდან, ვინც ქალთა ჩოგბურთს ადევნებს თვალყურს. ქალთა საჩოგბურთო ასოციაციას (WTA) ჩოგბურთელების წინააღმდეგ გალაშქრება და მათთვის ერთგვარი შეზღუდვების დაწესებაც განუზრახავსრა ვქნათ, მაყურებელთა საყვედურს საყვედურზე ვისმენთო.

WTA-ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, სტე­ი­სი ელეს­ტე­რის გან­ცხა­დე­ბით, დე­ცი­ბა­ლე­ბის დაკ­ლე­ბის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში ასო­ცი­ა­ცია ერ­თ­გ­ვარ აღ­მ­ზ­რ­დე­ლო­ბით სა­მუ­შა­ოს ჩა­ა­ტა­რებს ახალ­გაზ­რ­და სპორ­ტ­ს­მე­ნებ­თან. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ასე­თი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა გა­ნუზ­რა­ხავთ აშშ-ში, ნიკ ბო­ლე­ტე­რის აკა­დე­მი­ა­ში. საქ­მე ის არის, რომ ბო­ლე­ტე­რის აკა­დე­მი­ას არა­ერ­თი მკი­ვა­ნა ჩოგ­ბურ­თე­ლი აღუზ­რ­დია. მათ შო­რის მა­რია შა­რა­პო­ვაც, რო­მე­ლიც კი­ვი­ლით სხვე­ბის­გან აშ­კა­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა. თუმ­ცა, რო­გორც თა­ვად ბო­ლე­ტე­რი ამ­ტ­კი­ცებს, არც მას და არც მის მწვრთნე­ლებს შეგ­ნე­ბუ­ლად არას­დ­როს არ წა­უ­ხა­ლი­სე­ბი­ათ შე­გირ­დე­ბი, კი­ვი­ლით აეკ­ლოთ კორ­ტე­ბი.

ელეს­ტე­რის თქმით, ასე­თი წა­მო­კივ­ლე­ბე­ბი ჩოგ­ბურ­თ­ში ყო­ველ­თ­ვის იყო, მაგ­რამ მა­შინ ამას ყუ­რადღე­ბას არა­ვინ აქ­ცევ­და. დღეს კი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა – კორ­ტებ­ზე მრავ­ლად და­მონ­ტა­ჟე­ბულ­მა მიკ­რო­ფო­ნებ­მა მე­ტად და­ა­ახ­ლო­ვა ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი კორ­ტ­ზე გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან.

“კა­ცე­ბიც აძ­ლე­ვენ თავს უფ­ლე­ბას იყ­ვი­რონ კორ­ტებ­ზე, მაგ­რამ ქა­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ჟღერს”, – ამ­ბობს ასო­ცი­ა­ცი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

მო­წი­ნა­ვე მკი­ვა­ნა­თა შო­რი­საა ბე­ლო­რუ­სი ვიქ­ტო­რია აზა­რენ­კა. უიმ­ბ­ლ­დო­ნის სა­ჩოგ­ბურ­თო ტურ­ნირ­ზე აპა­რა­ტუ­რამ აზა­რენ­კას მი­ერ გა­მო­ცე­მუ­ლი ხმა 95 დე­ცი­ბა­ლად და­ა­ფიქ­სი­რა, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბამ კი ნა­ხე­ვა­რი წა­მი შე­ად­გი­ნა. მას შემ­დეგ, რაც აზა­რენ­კას გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა შო­რის მიმ­ბაძ­ვე­ლე­ბიც გა­მო­უჩ­ნ­დ­ნენ, ჩოგ­ბურ­თელს თა­ვის მარ­თ­ლე­ბამ მო­უ­წია: “ათი წლი­დან ასე ვთა­მა­შობ. კი­ვი­ლი ბურ­თ­ზე ძლი­ე­რად დარ­ტყ­მა­ში მეხ­მა­რე­ბა და არაფ­რის შეც­ვ­ლა არ შე­მიძ­ლია”.

და მა­ინც, ლონ­დო­ნურ კორ­ტებ­ზე რე­კორ­დ­ს­მე­ნად შა­რა­პო­ვაა მიჩ­ნე­უ­ლი. ბრი­ტა­ნუ­ლი მას­მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, 2004 წლის უიმ­ბ­ლ­დო­ნის გა­მარ­ჯ­ვე­ბულს 2009 წელს კი­ვი­ლი 105 დე­ცი­ბა­ლად შე­უ­ფა­სეს (აკუს­ტი­კუ­რად ეს იგი­ვეა, რომ ფან­ჯ­რებ­თან მო­ტო­ციკ­ლი აგიგ­რუ­ხუ­ნონ).

იმა­საც ამ­ბო­ბენ, მას შემ­დეგ, რაც მო­ნი­კა სე­ლეშ­მა კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა, კორ­ტებ­ზე მსგავ­სი “უღირ­სი” ქცე­ვის გან­სა­ხი­ე­რე­ბად რუ­სი ჩოგ­ბურ­თე­ლი იქ­ცაო.

ჩოგ­ბურ­თ­ში ცხო­ვე­ლუ­რი ხმე­ბის გა­მომ­ცე­მი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ აგო­რე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რი­საა მსოფ­ლი­ოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი, და­ნი­ე­ლი კა­რო­ლინ ვოზ­ნი­აც­კი, რო­მე­ლიც ზო­გი­ერთ კო­ლე­გას “ერ­თ­გ­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად გან­ზ­რახ კი­ვილ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს”.

“რო­დე­საც სპორ­ტ­ს­მე­ნე­ბი კი­ვი­ან, მა­თი მე­ტო­ქე­ე­ბი მო­წო­დე­ბი­სას თუ ჩოგ­ნით ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბი­სას გა­მო­ცე­მულ ხმას ვე­ღარ აფიქ­სი­რე­ბენ. არა­და, ვარ­ჯი­შის დროს მათ მსგავსს ვე­რა­ფერს შე­ნიშ­ნავთ. შე­ჯიბ­რე­ბი­სას კი შეგ­ნე­ბუ­ლად გა­მოს­ცე­მენ ასეთ ხმებს”.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, დე­ცი­ბა­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა – ერ­თა­დერ­თი სფე­როა, სა­დაც ქა­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლე­ბი ვა­ჟებს ჩრდი­ლა­ვენ: კუნ­თე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­სა და ენერ­გი­ას ძლი­ე­რი ხმის იოგე­ბით ინაზღა­უ­რე­ბენ. ამ მხრივ კა­ცე­ბი უფ­რო თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ა­ნო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100