სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი მოკლეს

ბათუმში, ძველი ბულვარის ტერიტორიაზე კაცი მოკლეს. გარდაცვლილი 60 წლამდე ასაკის პირია.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კაფე ბარის, „ვივა ლათინოს“ დაცვის თანამშრომელი იყო. დამნაშავე ჯერჯერობით, დაკავებული არ არის. უცნობია რა გახდა მკვლელობის მოტივი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100