კაცი, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერში გადახტა და გადარჩა (ვიდეო)
კანადაში მამაკაცი ნიაგარას ჩანჩქერში გადახტომის შემდეგ გადარჩა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზარალებული თავის მოკვლას ცდილობდა.
სამართალდამცავებმა თვალნათლივ დაინახეს თუ როგორ გადალახა მამაკაცმა დამცავი ბარიერი და შემდეგ ჩანჩქერში გადაეშვა. როგორც თვითმხილველები იუწყებიან, მამაკაცი სრულ გონებაზე იყო და სრულიად გაანალიზებული ჰქონდა თუ რას ჩადიოდა.
დაზარალებული 55 მეტრის სიმაღლიდან გადაეშვა წყალში და წყალს მუცლით დაეცა. შედეგად უამრავი დაზიანება მიიღო. მათ შორის აქვს რამდენიმე ნეკნის მოტეხილობა და ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემებიც. თუმცა, ექიმები იუწყებიან, რომ დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
მიუხედავად სერიოზული ტრავმებისა, მამაკაცმა დამოუკიდებლად შეძლო ნაპირისკენ გამოცურვა. მაშველთა ჯგუფი თვლის, რომ დაზარალებულს ძალიან გაუმართლა და მომხდარს ბედის ირონიასაც უწოდებენ. მათი აზრით, მამაკაცი წყალმა არ ჩაითრია და პირიქით ზემოთ ამოაგდო, რის შემდეგაც წყლის წნევის დახმარებით დაზარალებულმა ადვილად შეძლო ნაპირისკენ გამოცურვა.
ეს მამააკაცი გახლავთ მესამე ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ნიაგარას ჩანჩქერს გადაურჩა.
კომენტარი