სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ძმისშვილი დაჭრეს - დაშავებულია საქართველოს მოქალაქეც

სროლა სტამბოლის ცენტრში - თურქეთში „კანონიერი ქურდების“ ნამიქ და გული სალიფოვების ძმისშვილი მაგომედ ყურბანოვი დაჭრეს. მას მეტსახელად იცნობენ როგორც „გამა რუსტავსკი“.

სისხლიანი გარჩევა გუშინ, გვიან ღამით, ბეილიქდუზუ კავაკლის რაიონში მოხდა, რა დროსაც უცნობმა პირებმა თეთრი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ავტომობილი შუა გზაზე მდებარე საგზაო ნიშნის ბლოკს შეეჯახა და გაჩერდა. ავტომობილს 19 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ერთი ტყვია მეზობლად მდგომ მანქანის საქარე მინასაც მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში იყო საქართველოს მოქალაქე ისრაფილ ორუჯოვიც, რომელიც დაშავებულია.

ეჭვმიტანილები შემთხვევის ადგილიდან თავიანთი მანქანებით გაიქცნენ და გაუჩინარდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100