სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინფექციურ საავადმყოფოში ერთ-ერთი მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და მან კლინიკა უკვე დატოვა

თუ ყოველდღიური შემთხვევები გაორმაგდა, ავცდებით ასს, ეს ქვეყნისთვის იქნება ცუდი და ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, როდესაც გადაიტვირთება ჰოსპიტალური სექტორი. ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დრამატულად გაუმჯობესდა. მას ჰქონდა ორმხრივი პნევმონია. 41 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა. ამ პაციენტის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბი პირველად გამოიყენეს, რაც ეფექტური გამოდგა.

„დიაბეტი, ჭარბწონიანობა, მეტაბოლიზმის დარღვევები, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები - ამ დაავადების მქონე ადამიანები არიან რისკის ქვეშ და მინდა ეს მოსახლეობამ გაიაზროს. ძალიან ბევრმა, 80-მა პროცენტმა ეს დაავადება შეიძლება მსუბუქად გადაიტანოს, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მაღალი რისკი, შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსი 370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 77 უკვე გამოჯანმთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100