სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბეგი სიორიძე: "მსგავსი სახის ბრალდებებით, საკუთარ კომპეტენციას აყენებენ ეჭვქვეშ"

რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერების მიერ სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს "ბეგი სიორიძის შტაბი გამალებით მუშაობს სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ქალაქში რეგისტრაციაზე."

განცხადების შინაარსი გახლავთ ასეთი:

"ბეგი სიორიძის შტაბი გამალებით მუშაობს სხვადასხვა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობის ქალაქში რეგისტრაციაზე. სანაცვლოდ ოზურგეთის ამ ახალშეძენილმა მოქალაქეებმა მხარი სიორიძეს უნდა დაუჭირონ. ეს თითქოს კანონდარღვევა არ არის, მაგრამ სინამდვილეში ამომრჩევლის ნების გაყალბების მცდელობაა. სიორიძის შტაბს უნდა ასე, გარედან მოზიდული ხმებით გადაწონოს შედეგი და ოზურგეთელებს არჩევანი წაართვას!!!"

აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ: მსგავსი სახის უსუსური და არაარგუმენტირებული ბრალდებები მეტყველებს იმაზე, რომ ოპონენტები ცდილობენ იაფფასიანი ტყუილებით მიიქციონ ამომრჩევლის ყურადღება და კიდევ ერთხელ შეიყვანონ ისინი შეცდომაში. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული მოსაზრება არის სრული აბსურდი და ტყუილი, რაც პირველ რიგში უარყოფითად აისახება თავად ამ განცხადების ავტორებზე და ეჭვქვეშ აყენებს მათ კომპეტენციას.

კოალიცია "ქართული ოცნება" და მისი მერობის კანდიდატი ბეგი სიორიძე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მეორე ტურმა ზუსტად ისეთივე მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს, როგორ ეს მოხდა პირველ ტურზე. ჩვენ ჩავატარეთ დემოკრატიული, კონკურენტული და ევროპული არჩევნები და სწორედ ამის შედეგად მივიღეთ მრავალპარტიული საკრებულოები. ჩვენმა თანმიმდევრულმა მმართველობამ, განხორციელებულმა საქმეებმა, დემოკრატიული პრინციპების ერთგულებამ, სამართლიანობის დამკვიდრებისკენ სწრაფვამ განაპირობა ის, რომ ხალხს მიეცა საკუთარი პოზიციის სრულად გამოხატვის საშუალება.

"მსგავსი სახის განცხადებები და ბრალდებები გახლავთ სრული აბსურდი. ამ პერიოდში შეიძლება ვინმე გარდაიცვალა და ვიღაც ჩაეწერა კიდეც, მაგრამ ეგ იქნება ძალიან მინიმალური და რაიმე სახის მნიშვნელოვან ცვლილებას საარჩევნო სიებში არ მოგვცემს. აღნიშნული ბრალდება არაკომპეტენტურია და როგორც ჩანს, მათმა ავტორებმა არ იციან როგორ ხდება სიის შედგენა" _ ამ სახის განმარტებას აკეთებს აღნიშნულთან დაკავშირებით ოზურგეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ბატონი ზვიად თენეიშვილი, რომელთანაც დაკავშირება, დარწმუნებულები ვართ, არც იმ აბსურდული ბრალდებების ავტორებს გაუჭირდებოდათ რომ მოენდომებინათ.

მოგიწოდებთ ყველას, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავოთ მსგავსი სტილის ცილისწამებებისგან და ბრალდებებისგან. ჩვენს მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას გავცეთ არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100