სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მადლობა, რომ მაქციე იმად, ვინც დღეს ვარ“ - ნახეთ, რას აქვეყნებს ნინუცა მაყაშვილი

მსახიობ და ტელეწამყვან ნინუცა მაყაშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც ყოფილ მეუღლესა და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ხმამაღლა ისაუბრა. სოციალურ ქსელში ნინუცას უამრავმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

ამჯერად ნინუცა მაყაშვილი დასთან, რუსკა მაყაშვილთან და გამზრდელ ბებიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მსახიობი გარდაცვლილ ბებიას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს: „საუკეთესო ბებია მსოფლიოში. გილოცავ დაბადების დღეს, ძალიან მიყვარხარ და მენატრები. მინდა, ერთი წამით მაინც შემეძლოს შენთან ჩახუტება. მადლობა, რომ მაქციე იმად, ვინც დღეს ვარ“ – წერს ნინუცა მაყაშვილი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100