სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აქსის თაუერსის“ სავაჭრო ცენტრი – სასიამოვნო საშოპინგო სივრცე წინასაახალწლოდ

ახალი წლის მოსვლამდე სულ ცოტა დრო რჩება. ეს სწორედ ის დროა, როდესაც ადამიანები სადღესასწაულო განწყობასთან ერთად, საჩუქრებსაც უზიარებენ ერთმანეთს. სიხარულის, სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოლოდინის გაზიარებააქსის თაუერსისსავაჭრო ცენტრში ახლახან, პოპულარული ჯგუფი The Quintessence-ის სპონტანური პერფორმანსით დაიწყოახალგაზრდა მომღერლებმა თავიანთი პოპულარული რეპერტუარიდან ცოცხალი შესრულებით მიულოცეს ბარბარობა და დამდეგი ახალი წელი საშობაო ბაზრობაზე შეკრებილ მომხმარებელს.

ჰოდა, რა სჯობს ასეთ ღიმილიან, კეთილგანწყობილ, ხალისით სავსე და იმედით გაჯერებულ გარემოში შოპინგს? „აქსის თაუერსისსავაჭრო ცენტრი ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო საშოპინგო სივრცეა დედაქალაქში. ამ სივრცის საახალწლო დეკორაციებით მორთვასა და მის სადღესასწაულოდ გადაქცევაზე კიდოდო დიზაინმაიზრუნა.

თავად განსაჯეთიკავებთ თქვენთვის განკუთვნილ ადგილს 450 მანქანაზე გათვლილ პარკინგზე და ინაცვლებთაქსის თაუერსისთეთრ კოშკში განთავსებულ სავაჭრო ცენტრში, სადაც გამორჩეული ბრენდების მაღაზიები ბირთვის ირგვლივაა განთავსებული, შესაბამისად, მათთან სტუმრობა ძალიან მარტივი და განსაკუთრებულად კომფორტულია.

დინჯად, ნება-ნება, დაკვირვებითა და დიდი სიამოვნებით შეძლებთ ისეთი ბრენდების დათვალიერებას, როგორიცაა:

  • ბერგჰოფი
  • დუკა
  • ალტა
  • მი სთორი
  • აიტექნიკსი
  • ტესკომა
  • პუპაცო
  • პერფექტო
  • პოდიუმი
  • სულაკაურის წიგნის მაღაზია

იქვე გაეცნობით სტენდებზე წარმოდგენილ: „აქუამას“, „სკიუმას თაიმის“, „ტრესორისყვავილნარის საინტერესო პროდუქციასაც.

ვერც საშობაო ბაზრობის ფარგლებში განთავსებულკოინკაზას“, „ებრას“, „ალამბრას“, „ზეგის“, „ჰიტოსადავერე გალერისდროებით სტენდებს ჩაუვლით გულგრილად.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ მრავალფეროვნებაში ნამდვილად აღარ გაგიჭირდებათ საახალწლო და საშობაო საჩუქრების შერჩევა ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანებისთვის.

ამის შემდეგ კი ყველასთვის ცნობილიაგროჰაბისსტუმრობასაც შეძლებთ და საჩუქრებთან ერთად, საახალწლო ნობათით ხელდამშვენებული ან სულაც, სასიამოვნო შოპინგით შთაგონებული, შეუერთდებით ჭავჭავაძის განახლებულ გამზირს.

ამ წინასაახალწლოდ და საშობაოდ, „აქსის თაუერსისსავაჭრო ცენტრი ბედნიერ და გემრიელ შოპინგს გისურვებთ!

აქვე არც ის დავივიწყოთ, რომაქსის თაუერსი“, თანამედროვე თბილისისლენდმარკი“, ყველაზე მაღალი შენობაა დედაქალაქში. ის 37-სართულიანი ნაგებობაა, რომელიც დამატებით 4 მიწისქვეშა სართულის ჩათვლით, სიმაღლეში 147 მეტრია.პიედესტალით გაერთიანებული ქვის და მინის კოშკების ყოველი სართული 2 გრადუსით ბრუნავს ბირთვის გარშემო, რაც შენობების მოძრაობის ილუზიას ქმნის.

აქსის თაუერსიმრავალფუნქციური კომპლექსი თავისი მასშტაბით გამოირჩევა და 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: საცხოვრებელ ფართებს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებს, Accor ჯგუფში შემავალ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს „Pullman“ და საფეხმავლო ქუჩას კაფე ბარებით და რესტორნებით.

აქსის თაუერსში“, სულ მალე. ფუნქციობას დაიწყებს 25-მეტრიანისაცუარო აუზი და ფიტნესი, 37- სართულზე განთავსებული SKY ბარი და რესტორანი.

აქსის თაუერსითავისი გამორჩეული არქიტექტურით, დატვირთული სხვადასხვა ფუნქციებით, მასშტაბითა და მნიშვნელობით, საქართველოში დეველოპმენტის ფლაგმანად და ქართული არქიტექტურის და ინჟინერიის წარმატების სიმბოლოდ იქცა.

წყარო: marketer.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100