სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოეზიად აფეთქებული „გაგებით მოეკიდეთ“ „თბილისის ფორუმზე“

როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრის, უკვე ლეგენდად ქცეულმა ფრაზამ „გაგებით უნდა მოვეკიდოთ“, რაც ამნისტიის შედეგად კრიმინალების შესაძლო გააქტიურებასა და დანაშაულის შესაძლო ზრდას უკავშირდება, ბევრი ენაკვიმატის მუზა გააღვიძა და ამ მიდგომისადმი დამოკიდებულების გამოთქმა ლექსადაც დააწყებინა. მათმა ნაწილმა „თბილისის ფორუმზე“ მოიყარა თავი. გთავაზობთ გამოქვეყნებული ნაკვესების ნაწილს:

გუშინ როცა მძარცვავდნენ
გამიტეხეს ცხვირის ძგიდე
გამახსენდა პრემიერი
და გაგებით მოვეკიდე. - ხორხე

გუშინ,როცა მძარცვავდნენ,
გამიტეხეს ცხვირის ძგიდე,
გავიხსენე პრემიერი...
სხვა ვინ გამახსენდებოდა კიდე? - pattern

აღარ იყო კრიმინალი
ოცნებისგან ველით ქურდებს
ბიძინა ჯან მაელ წადი
უბანშივე გვხდიან კურტკებს. - SPLIYVI

ღამე სახლში ვბრუნდებოდი
უცებ ზურგზე ვიგრძენ დანა
პინგვინ, წადი, დაიკარგე!
მიშა, დაგვიბრუნდი ჩქარა. – VoK

პრემიერი გენიაა
ამას არ უნდა კამათი
კაცმა სულ რაღაც 2 თვეში
ხალხს დაუბრუნა მამათი. – Circus_Closet

პრემიერი არ ჩქარობს და
არც კრემლს არ სჭირს დაღლა,
გაიფინოს წიხლქვეშ უნდა,
კვაზიგოსუდარსტვა... - ქაფქიანა

იმ დღეს, როცა ბიძო ვაქე,
ჩემს მანქანას მოხსნეს სარკე,
მერე ფორუმ.გე რომ ჩავრთე,
ბევრი ჩემნაირი ვნახე.
გულს მომეშვა, დავიკიდე
და გაგებით მოვეკიდე,
ვთქვი, დაკარგვა ჩემი სარკის
არის სამართლისთვის ხარკი. – libero

გაგებით მოკიდებაზე
ბიძინამ გვითხრა შაირი
აბა სადა გვყავს ქართველ ერს
ძე კაცი სხვა მისნაირი. - Circus_Closet

Circus_Closet
პრემიერს ვხედავთ ყოველდღე
კოსტიუმში. არა კურტკაში.
ამ ნაკვსით სახელგანთქმულა
,,დიაცო, შედი ბუტკაში".

იყო ჭორვილას ბიძინა
პრემიერ ღვთისგან სვიანი
მაღალი უხვი მდაბალი
გაგებით მომკიდიანი. - Circus_Closet

გაგება გვთხოვა ბიძინამ.
გავიგებთ, ვითმენთ, კიდე რა?
დიდი ხანია სხედანო,
ხოდა, სხედან და იჯდე რააა.
* * *
თუ ხელჩანთა გამოგტაცეს
და მძარცველს გამოეკიდე,
შესდექ, გაუშვი მის გზაზე
და გაგებით მოეკიდე. – ketevanize

არც მძარცვავენ, არც რას მხდიან, არც მკლავენ,
ვერ დავშვრები ჯერ ოცნების ძაგებით.
ერთადერთი ნაც-ვიშვიში მგონია _
რასაც უნდა მოვეკიდოთ გაგებით. – SCO

რა მადლიანად ანათებს
მიშას მზე მიშას მთვარეო
შემოგვეპარა ბიძინა
გაგებით მოგვეპყარიო. - Circus_Closet

მე არ ვქმნი კერპებს!
მაგრამ ბიძინა! მან მოახერხა ჩვენი ოცნება!
გვითხრა, გაგებით მოეკიდეთო საინტერესო ქუჩის ყაჩაღებს!
ტოლერანტობა ზეობს, ვითარმედ ჰრქუა მან თეამან იუსტიციის
და გაოცების და გაოცნების და ქაოცნების ერას დიდება!


*********************************************************************
ავტორის განმარტება: ოცნება ზმნაც არის, არაფერი შეგეშალოთ!!!!!!!!!! - ზვიადაური

პინგვინები მოვაშენოთ,
დავუყაროთ თევზი მუზესს
ისიც უნდა მოვითმინოთ,
ტუპიკში თუ გადაგვკუზეს?
(თუ მარტო ძარცვა-ხულიგნობები?) - ketevanize

ზოგი ადრე იხრებოდა,
ზოგიც მერე გადაკუზეს,
ზოგი შტატებს ნებდებოდა,
ზოგიც მსახურებდა რუსებს.
ჰოდა ჩემო კარგო ხალხო,
ნუ ეჩვევი გადაკუზვებს,
გაიბრძოლე, მაგრად დადექ
ხელი არ გაუშვა ტრუსებს!!! – LEV_TEN

საქართველოში იბადებოდნენ
მაგრამ გაგებით ხვდებოდნენ იმას,
რომ დილაობით აღარ ხვდებოდათ
აღარც მანქანა და აღარც ციგა. - თოფიჩა M

წყარო: "თბილისის ფორუმი"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100