სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტერენტი გრანელის ეჭვიანობა ვნებაზე

დავტოვებ მიწას, ცის კიდურზე ვიპოვი ბინას
წვიმის წყალს დავლევ, ღრუბელს შევჭამ,
მაგრამ რა ვუყო, მე შენს გამო სამყარო მინდა.
გაჩუქებ ქვეყნის მთა–ველებს, ბაღებს
ყველა ფრინველის ენას ვისწავლი,
ყველა ზღვის მკლავით გავცურავ ნაპირს
და მაინც მოვალ... კარს შემოვაღებ,
არა აქვს აზრი ასაკს და წონას,
არც შავს, არც ქერას კაცი არ ინდობს,
მაგრამ თვალების მაგიჟებს ფერი,
თითქოს მუმიად გადავიქეცი,
ამ ვერამიდამ, კი დამიმონა.
ეს არის თეთრი ლეგენდა შავზე,
თითქოს ჟულიან სორელის მსგავსად
წითელს მიველტვი ანთებულს თავზე.
ორი ისარი მწვანე და მწვანე
გმობენ შენდობას სხივი აქვთ მწვავე.
რომანი წრეში, სახელად რომბი ,
ჩემი სამარხის ჩონჩხი ავაგე,
შენ გადაიცმევ ალქაჯის ფორმას
მე კი ამ ფორმის წინ უნდა დავდგე,
დავდგები უხმოდ, არაფერს გეტყვი,
მხოლოდ შენ თვალებს დავუწყებ შებმას,
მომნატრებია ხმაური სეტყვის
შენ დაიქუხებ, ელვად იქცევი
პარასკევს ღამით მე დავიბადე,
პარასკევს ღამით მოვკვდები ახლა,
ღრუბლად მედება შეშლილი სახე
მწვანე სიმწვავე საწოლში მმარხავს,
ჩვენ გალეშილი მდედრი და მამრი
მივექანებით ვნებათა ძაბრში
ერთხანს მიპირებს დახრჩობას ქამრით,
ახლა ეშვები ჩამავლო ყბაში
პარასკევს ღამით აივსო მთვარე,
ვნებით ათლილი კბილებით ყელში,
სისხლის ალერსი საამოდ მწარე,
თვალის სინათლე დავკარგე ბნელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100