სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან მარკლი დეკრეტში გავიდა - ძალიან მალე სამეფო ოჯახს ახალი წევრი ეყოლება

სასეკსის ჰერცოგინია მეგან მარკლი, რომელიც ორსულობის ბოლო თვეშია, დეკრეტში გავიდა. როგორც Vanity Fair იუწყება, პატარას დაბადებამდე პრინც ჰარის მეუღლე მზის შუქზე აღარ გამოჩნდება.

ცნობილი ხდება ისიც, რომ უახლოეს მომავალში ჰერცოგინიას არ აქვს ოფიციალური შეხვედრები ჩანიშნული, სურს, რომ დაისვენოს და მშობიარობისთვის მოემზადოს. რაც შეეხება პრინც ჰარის, ის სხვადასხვა საქმიან შეხვდრებზე მარტო დადის.

სამეფო ოჯახი ახალ წევრს აპრილის ბოლოს ელოდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბავშვი ვადაზე ადრე დაიბადოს, რადგან ჰერცოგინიას ნაადრევი დეკრეტი საზოგადოებას სწორედ ამის ეჭვს უჩენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100