კიდევ ერთი სექსსკანდალი ფრანგულ პოლიტიკაში
საფრანგეთის ხელისუფლების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, სახელმწიფო სამსახურის საკითხებში, ჟორჟ ტრონს, ორი ქალბატონის გაუპატიურების ბრალდებას ოფიციალურად წაუყენებენ. ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება.
გამოძიება ტრონის წინააღმდეგ 2011 წლის მაისში, ფრანგული ქალაქის დრევის მერიის ორი ყოფილი თანამშრომელი ქალბატონის ჩვენების საფუძველზე დაიწყო. მერიას ტრონი 1995 წლიდან ხელმძღვანელობდა. მომჩივანების განცხადებით, 2007 წლიდან 2010 წლამდე პერიოდში, ფეხის მასაჟის მომიზეზებით, ტრონი მათ სექსუალურ ურთიერთობას აიძულებდა. კიდევ ერთ ქალბატონს, რომელმაც ტრონის სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა, ოფიციალური საჩივარი არ შეუტანია და საქმეში ფიგურირებს, როგორც მოწმე.
დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ მათ სამართლიანობისათვის მიღწევა, დომინიკ სტროს–კანის სკანდალის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელიც ანალოგიური ბრალდებით არის დაპატიმრებული.
წარდგენილი ბრალდებების შემდეგ, ტრონი იძულებული გახდა სახელმწიფო მდივნის პოსტიდან წასულიყო, რომელსაც ის 2010 წლიდან იკავებდა. თუმცა, მისი ადვოკატის თქმით, ყოფილი ჩინოვნიკი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და დარწმუნებულია იმაში, რომ მას გაამართლებენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ტრონს ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარი