სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასამართლომ რელიგიური გრძნობების შელახვის გამო "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ პრეზერვატივის კომპანია "აიისა" რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო 500 ლარით დააჯარიმა და პროდუქციის ბაზრიდან ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა. საუბარია ორი სახის შეფუთვაზე, რომლებსაც თამარ მეფე და ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი ახატია. კომპანიის მფლობელი ანანია გაჩეჩილაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

სასამართლომ საქმის განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ქართულმა იდეამ" თბილისის მერიაში ამ საკითხით დაინტერესების მოთხოვნა გააგზავნა, თბილისის მერიამ კი თავის მხრივ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 159-ე მუხლით გამოწერა, რაც ფიზიკური პირის 500 ლარით დაჯარიმებას ივალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100