იციან კაცებმა ერთგულება, იციან კაცებმა ღალატიც!
იციან კაცებმა ერთგულება,
იციან კაცებმა ღალატიც!
ზოგი მდიდარია სულიერად,
ზოგი სულიერად ღატაკი...
იციან კაცებმა დაბრუნება,
გვიან დაფასება ქალების,
როცა მოადუნებ ყურადღებას,
მაშინ შემოღება კარების...
ზოგჯერ დაბრუნება გვიანია,
ზოგჯერ პატიებით სწყალობენ,
ზოგი შეცდომებზე მართლა სწავლობს
შენგან პატიებას ჩქარობენ...
იციან კაცებმა ერთგულება!
იციან კაცებმა ღალატიც!
ზოგი სულიერად მდიდარია,
ზოგი სულიერად ღატაკი....
კომენტარი