ბედის ირონია: ჩინეთმა პუტინი კონფუცის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა
როგორც „ფრანს-პრესი“ დღეს დილით იტყობინება, რუსეთის პრემიერ-მინისტრი ცინეთმა წარადგინა „კონფუცის სახელობის მშვიდობის მსოფლიო პრემიაზე“, რომელიც ნომინაციაში გამარჯვებულებს ჩინეთში გადაეცემათ.
ვლადიმირ პუტინის გარდა სიაში, რომელიც ჩინეთმა დაასახელა, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯეიკობ ზუმა და ჰიბრიდული ბრინჯის შემქმნელი იუან ლუპნინი არიან.
მშვიდობის კონფუცის პრემიის ლაურეატი ცნობილი გახდება 9 დეკემბერს, ზუსტად ერთი დღით ადრე ოსლოში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიამდე. პრემიის ფულადი ჯილდო 100 ათასი იუანი, ანუ, დაახლოებით 16 ათასი დოლარია.
კომენტარი