სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“პირველ რიგში, ჩვენთვის ხალხის ჯანმრთელობაა მთავარი და შემდეგ კონცერტი” – ნანი ბრეგვაძის კონცერტი მეორედ გადაიდო

შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ბათუმის დრამატულ თეატრში დაგეგმილი ნანი ბრეგვაძის კონცერტი უკვე მეორედ გადაიდო.

25 აგვისტოს კონცერტი ორგანიზატორებმა ჯერ 5, შემდეგ კი 25 სექტემბრისთვის გადაწიეს.

ქართული სცენის ლეგენდის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტების სერია, 21 ივლისს, წინანდლის მამულებში, კულტურის პალატის ორგანიზებით გაიხსნა და მას უცხოეთიდან ჩამოსული ბევრი სტუმარი დაესწრო.

იუბილარი არტისტი მაყურებლის წინაშე დიდი სითბოთი წარდგა. მიიღო ბევრი მილოცვა და წერილი…

დავით ოქიტაშვილი: – რაც შეუძლია, იმუშავა წინანდლის კონცერტზე. 85 წლის ასაკში თუკი ვინმეს კიდევ შეუძლია საათნახევარი ცოცხლად იმღეროს და ხალხს მოეფეროს, მე არ ვიცი. ეს ქალი მოვლენაა.

ბათუმის კონცერტი ორჯერ გადავდეთ. ვნახოთ, კოვიდსიტუაცია როგორ მოგვცემს ამის საშუალებას. პირველ რიგში, ჩვენთვის ხალხის ჯანმრთელობაა მთავარი და შემდეგ უკვე კონცერტი.

25 სექტემბერს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ვაპირებთ კონცერტის ჩატარებას. რახან მოსახლეობას შევპირდით, იქ გვინდა ჩავატაროთ.

თბილისში კი, ოქტომბრის ბოლოს გავმართავთ. ვნახოთ.

ქალბატონი ნანი კარგად არის. ახლა ვასვენებთ…

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100