სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შეიძლება იმდენად შევიდე როლში, რომ თამაშის მერე გავიდე და ვიტირო" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ 20 წლის სიმპათიურ მსახიობთან, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ

20 წლის ახალგაზრდა და სიმპათიურ მსახიობს თეატრალურში ყველა იცნობს და მას რეჟისორები წარმატებულ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ნიჭიერი გური ფოჩხუა უკვე რამდენიმე სპექტაკლშიც დააკავეს და ერთ-ერთ პოპულარულ არხზე სერიალშიც მონაწილეობდა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს მანდილოსნებში, თავად მსახიობის გული კი ამჟამად თავისუფალია.
დრონი.ჯი შეეცადა გური ფოჩხუა საზოგადოებისთვის უფრო ახლოს გაეცნო და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- საზოგადოებას რომ გავაცნოთ შენი თავი - ვინ არის გური ფოჩხუა?
- მე ვარ გური ფოჩხუა, 20 წლის, ვსწავლობ თეატრალურში. ვამაყობ ჩემი თავით, რადგან ოთხი დღე იყო დარჩენილი თეატრალურში ჩასაბარებლად მე რომ გონს მოვედი და ამ მცირე დროში, წარმოუდგენლად ბევრი რამ გავაკეთე და მოვხდი იქ, სადაც გულით მინდოდა.

- როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, შენ მოხვდი სერიალში, რომელიც ტვ პირველზე გადიოდა და რომელიც საზოგადოებამ სკანდალურად მიიღო, ხარ თუ არა ამ სერიალში თამაშით კმაყოფილი და რა მოგცა მან?
- ამ სერიალმა "ელიტარული დახმარება" მომცა ერთადერთი რამ, უკეთ ვისწავლე ადამიანების ცნობა. ჩემი აზრით არაპროფესიონალიზმის განსახიერებაა ეს სერიალი... იყვნენ ძალიან ბევრი კარგი მსახიობები უდაოდ, მაგრამ თვითონ რეჟისურა არაფრის საშუალებას აძლევდა არცერთ მათგანს. პირობები არ ჰქონდა არავის არაფრის და მოხდა ისე, რომ ჩავარდა. ამიტომაც ძალიან მიხარია რომ არ გამოვჩნდი ამ სერიალში.


- გარკვეული გამოცდილება გაქვს კინოშიც და თეატრშიც, რომელია უფრო კომფორტული შენთვის?
- სანამ სცენაზე დავდგებოდი, ყოველთვის კინოს მსახიობად ყოფნა მერჩვინა, აი როგორც კი სცენაზე დავდექი და ის ემოცია მივიღე რაც ზოგადად თეატრს მოაქვს, მაშინვე მივხვდი რეალურად სად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი. როდესაც სცენაზე დგახარ და გრძნობ როგორ შეგიძლია ხალხი მართო, წაიყვანო სწორი გზით და მიაწოდო ემოცია, საოცარი შეგრძნებაა.

- როგორც ჩვენთვისაა ცნობილი მონაწილეობა მიიღე 24 საათიან ექსპერიმენტში, რომელიც რუსთაველის თეატრში შედგა და გაიმარჯვეთ. ალბათ რთული იყო ასეთ მოკლე დროში ასეთი შდეგის დადება?
- დიახ ეს 24 საათიანი ექსპერიმენტი იყო „ლოტოს მეთოდი", თუ სწორად მახსოვს ასე ქვია. ამ მეთოდით ირჩევენ დრამატურგს, რეჟისორს და მსახიობებს, იყრებოდა ეს სახელები სადღაც და უნდა ამოგეღო. საერთოდ არაფერი ვიცოდით, მეორე დღეს გაირკვა ყველაფერი, დაიწერა სცენარი ერთ ღამეში, დილით გაეცნო რეჟისორი და 6 საათში დადგა სპექტაკლი. გავიმარჯვეთ და ძალიან მიხარია, რამოდენიმე ჯგუფი საერთოდ ჩავარდა, სხვათასორის თეატრალურში წარმატებული ბავშების მონაწოლეობით. ახლა ვემზადებით რუსთაველის თეატრში მაგარი სპექტაკლი უნდა შედგეს ჩვენი მონაწილეობით (ექსპერიმენტში გამარჯვებულების)

- რამდენად თვითკრიტიკული ხარ და რამდენად შეგიძლია იმპროვიზაცია?
- ძალიან თვითკრიტიკული ვარ, რამე თუ ოდესმე მითამაშია საბოლოო ჯამში არასდროს მომწონს და სხვამ რაც არუნდა მაქოს სულ ვთვლი, რომ მეტის გაკეთება შემიძლია და არ ვაკეთებ. იმპროვოზაციის უნარი მაქვს, ერთ მაგალითს მოგიყვან : იყო მონოლოგის გამოცდა თეატრალურში, ამ მონოლოგის გამო ძალიან ბევრი გარიცხეს ვინც კარგი სტუდენტები იყვნენ, რადგან არ მიიტანეს ეს დავალება. მე აქაც არასერიოზულად მივუდექი და ტექსტი დამავიწყდა, აბსოლიტურად ჩემი ტექსტით გავაკეთე ყველაფერი ისე, რომ ვერავინ ვერ მიხვდა. „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებიდან“ მამუკას სცენა უნდა გამეკეთებინა. სხვათაშორის 20 დან 20 მივიღე.


- გაქვს თუ არა მსახიობობისგან დამოუკიდებლად რაიმე ნიჭი?
-კი შემიძლია ხატვა, ემოციურად ვხატავ, არასდროს არ ვაქცევ სწორ ხაზებს ყურადღებას, მთავარია ემოცია მოდიოდეს ნახატიდან. ვმღერი ასე თუ ისე, ვცეკვავ თან ძალიან კარგად. ბავშვობაში ექტრემის მოყვარული ვიყავი ... დავდივარ MMA ზე და საკმაოდ კარგად გამომდის.

- გეხმარება თუ არა წარმატების მიღწევაში შენი ვიზუალი?
- ახლა რომ გითხრა არა-თქო ნაგლი უნდა ვიყო. კი მეხმარება ნამდვილად.


- როგორც ვიცი გოგონებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობ, ეს ფაქტი შენში რა გრძნობას იწვევს?
- ყველას უხარია და სიამოვნებს, ასე რომ მეც ძალიან მომწონს! თავდაჯერებულობას მმატებს რაღაც გაგებით. გოგონებთან ურთიერთობა ზოგადად ძალიან მომოწონს, (იცინის) მაგრამ ისეთი ტიპი არ ვარ როგორადაც გამოვყავარ ყველას „თავში ავარდნილი“ და. „ამპარტავანი“ არ შემიძლია გოგოს ვუთხრა არ მომწერო, კი მძაფრი მორიელი ვარ, მაგრამ გოგოებთან არა! მეცოდებიან, ალბათ ძალიან უნდა შემაწუხოს, ჩემი ტვინი მოიპაროს და წაიღოს, რომ ცუდად ველაპარაკო.

- სექსი თუ სიყვარული?
- სიყვარულით სექსი. რომ დავფიქრდი ასეა, ადვილად არ მიყვარდება, ჩემი მაქსიმალური სიყვარულის რესურსი, რაც იყო ამ გრძნობით მიყვარდა უკვე ერთი ადამიანი და ვთვლი, რომ ასეთი გრძნობა ძალიან დიდ ხანს აღარ განმიმეორდება. ის იყო ჩემთვის სრულყოფილი ურთიერთობა, ყველაფერი გვქონდა და რაღაც წვრილმანერბის გამო დაინგრა. ერთჯერად ურთიერთობას რაც შეეხება, ეს უკვე მოთხოვნილების დაკმაყოფილება არის და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.


- რას ნიშნავს შენთვის „მსახიობის თავისუფლება“ ?
- მე როდესაც ვთამაშობ ვცდილობ ემოციები არასდროს დავკარგო, აი მაგალითად, ვთამაშობ ემოციურ ეპიზოდს, შეიძლება იმდენად შევიდე როლში, (და მქონია ასეთი მომენტი) რომ თამაშის მერე გავიდე და ვიტირო, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად მაგარია, როდესაც ამდენად ახლოს მიდიხარ შენს პერსონაჟთან, რომ გავკარი დანარჩენ ყველაფერს.
რეჟისორი არასდროს არაფერს გიკრძალავს. უბრალოდ გაძლევს მასშტაბს და ამის ირგვლივ შენ რას წარმოაჩენ ახალს და საინტრერესოს ეს მისთვის მისაღები და საინტერესოც შეიძლება იყოს და არის ხოლმე. ბოლო გამოცდაზე ვითამაშეთ ვაჟას „მოკვეთილი“, ეს არის უძნელესი პიესა და ვიყავი მთავრ როლში. შეიძლება ვერ ვიყავი "მთის ჩონთა" და ცოტა "მოძველბიჭო ჩონთა“ ვიყავი, მაგრამ მოეწონათ რაც მთავარია და მაღალი შეფასებაც მივიღე. შემიძლია თამამად ვთქვა რომ წარმატებული სტუდენტი ვარ, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100