ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ეს ეხება ყველას - ამირან გამყრელიძე მომავალ საეკლესიო დღესასწაულებზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აპრილის თვის საეკლესიო დღესასწაულებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ისაუბრა:
"საქართველოს ეკლესიამ და საპატრიარქომ ამ პერიოდში გააკეთა 2 მნიშვნელოვანი განცხადება, მათ მოუწოდეს მრევლს და იქ იყო ძალიან ბევრი ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევა ჯანდაცვის სფერო, ამიტომ მოდით წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, ჩვენი პოზიცია იცით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ბევრი ადამიანის თავშეყრა აკრძალულია, ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს ეხება ყველას, ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია მიჰყვება ამ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს გახლავთ მთლიანად საზოგადოებისთვის, რამეთუ ეკლესიის და ჩვენი ყველას ძირითადი მიზანი გახლავთ, რომ მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კომენტარი