სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყოფილი მეტყევე აივაზოვსკის ნახატით გამდიდრდა

შვედეთის ერთ–ერთი ქალაქის აუქციონზე ივან აივაზოვსკის ნახატი, „ბრძოლა ბომარზუნდისთვის“ გაიყიდა. ეს ნახატი ძველ ნივთებს შორის აღმოაჩინეს. ტილოს ყოფილი მფლობელი ვერც კი წარმოიდგენდა თუ რა შედევრი ამშვენებდა მის კედელს.

„ბრძოლა ბომარზუნდისთვის“ ივან აივაზოვსკიმ 1858 წელს შექმნა. სურათის ნამდვილი ღირებულება მაშინ გაირკვა, როცა მისმა მფლობელმა ძველი ნივთების გაყიდვა გადაწყვიტა და ისინი მცირე აუქციონზე, „მეტროპოლში“ წაიღო. სწორედ ამ ძველმანებში იყო ნახატი, რომელიც წინაპრებისგან დარჩა შვედ გლეხს. აუქციონზე მისულმა მამაკაცმა ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ გადაწყვიტა შედევრის გაყიდვა.

ნახატი აუქციონზე გამოიტანეს და მისი საწყისი ღირებულება 10 ათასი ამერიკული დოლარი ღირდა. შედევრმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, აუქციონის ორგანიზატორებმა კონსულტაციის გავლა გადაწყვიტეს. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ აივაზოვსკის შექმნილი იყო ნახატი. აივაზოვსკის ნახატები კი დიდი პოპულარობით სარგებლობს და მაღალი ღირებულებით არის შეფასებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100