ბიძინა ივანიშვილი 17 ნოემბერს კიდევ ერთ პრესკონფერენციას გამართავს
ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ პრესკონფერენციას 17 ნოემბერს გამართავს. ამჯერად იგი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ჟურნალისტების წინაშე წარსდგება. აკრედიტაცია უკვე დასრულდა და ცნობილია, რომ პრესკონფერენციაზე მიწვეულთა შორის არიან როგორც ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული მედიის წარმომადგენლები. აკრედიტაცია ტელეფონით ხდებოდა – წინასწარ თბილისში ჩამოსვლა ჟურნალისტებს არ დასჭირვებიათ.
პრესკონფერენცია 17 ნოემბერს, 15.00 საათზე, ბიძინა ივანიშვილის სახლშია დაგეგმილი.
კომენტარი