სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთავში მეხუთე სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა


რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან 3 წლის გოგონა გადმოვარდა.

ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას რეანიმაციული პროცედურები ჩაუტარდა, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბავშვი გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.


წყარო: 1tv.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100