რა შესთავაზა პუტინმა ნოღაიდელს?
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი, თანამედროვე რუსეთის ყველაზე პირსისხლიან აგრესორს, ვლადიმერ პუტინს სულ ტუჩზე კოცნით ეახლა.
ნოღაიდელის რევერანსი ოკუპანტების გენერალმა ისე მიიღო, როგორც დიდი იმპერიალისტისა და მისი ხელის ბიჭის შეხვედრას ეკადრებოდა.
კოკოითის მიერ ტყვე ბავშვების "დაღლილი ვირის" ვიზიტის ფონზე გათავისუფლებამ, საქართველოში ბევრს აფიქრებინა, რომ კრემლის ახალი რუპორი სწორედ ზურაბ ნოღაიდელი იქნებოდა.
თუმცა, ვერავინ ივარაუდებდა, რომ "სეკვესტრა" ასე ღიად, ყოველგვარი კონსპირაციის გარეშე გაბედავდა კრემლის პირისფარეშობას.
ნოღაიდელისა და პუტინის შეხვედრის ოფიციალური მიზეზი ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟია.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ "დიდების მემორიალი" აიღო, პუტინმა განაცხადა, რომ მერაბ ბერძენიშვილის "მემორიალს" მოსკოვში ააგებდა, როგორც რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ყოფილი სახელმწიფოების ერთიანობის სიმბოლოს.
ნოღაიდელი სწორედ "დიდების მემორიალის" მოსკოვში გადატანის დეტალების შესათანხმებლად ჩავიდა დიდ რუსეთში. თუმცა, პარალელურად, საზოგადოებაში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვ-პუტინის ინტერესებს საქართველოში ისე ვერავინ იცავს, როგორც ეს "სეკვესტრას" გამოსდის.
თუ რას მიიღებს ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის ინტერესების ასე დაუფარავად გატარების სანაცვლოდ, ეს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყო. თუ "სეკვესტრა" კარგად მოიქცევა, შესაძლოა, ვალოდიამ მას საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამხობის საქმეში, მნიშვნელოვანი როლი და მილიონები შესთავაზოს.
კომენტარი