სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოუფრთხილდით შვილებს... მერე არაფერი შველის...სადაც მე არ ვიცი რა ვთქვა, იქ ნურც სხვა იტყვის ნურაფერს" - ანიტას ბებია

2 წლის ანიტას ბებია, თამუნა გლურჯიძე სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"და მე არ ვიცი რა ვთქვა.
და სადაც მე არ ვიცი რა ვთქვა, იქ ნურც სხვა იტყვის ნურაფერს.
მოუფრთხილდით შვილებს და ერთმანეთს და ყოველ წუთს. მოუფრთხილდით და დააფასეთ. მერე არაფერი შველის. მერე ხავსია, ჩაუჭიდებელი ხავსი და თავის მოტყუება.
დატკბით ყოველი წუთით და იყავით ბედნიერები და დააფასეთ ბედნიერება.
და არც ერთ სიტყვაზე არ მითხრათ, რომ რაიმე სხვანაირადაა.
არ მედავოთ, ყველაფერი ასეა და მე ამას ამ წუთას ვცხოვრობ" - წერს თამუნა გლურჯიძე.
შეგახსენებთ, 2 წლის ანიტა ფაცაცია, რომლის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა გუშინ, ინდოეთის კლინიკაში გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100