სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოდიუმზე მჟავით სახე დასახიჩრებული მოდელები გამოვიდნენ

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში მოდის ჩვენებაზე პოდიმუზე ის მოდელები გამოვიდნენ, რომლებიც მჟავის გადასხმის შედეგად იყვნენ დასახიჩრებულები. 9 გოგონას ინდოელი დიზაინერების როჰიტ ბელის, რენი ჰილისა და არჩან კოჰარის მიერ შექმნილის რადიციული სამოსები ეცვათ. ჩვენება მოაწყო ორგანიზაციამ „Make Love Not Scars“ (შექმენი სიყვარული და არა ნაიარევი), რომლებიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

ინდოეთში ყოველწლიურად ათასობით მჟავის შესხმის შემთხვევა ფიქსირდება ქალის მისამართით, უამრავ მათგანს სხეულის უმძიმესი დაზიანებები აქვს მიღებული. ასეთი ინციდენტის შემდეგ მსხვერპლს სახლიდან გამოსვლა და საზოგადოებასთან ადაპტაცია უჭირს, რადგან ჰგონია, რომ შემთხვევა ისევ განმეორდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100