სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაკერებმა „ალ–ქაიდას“ საიტები გატეხეს

ჰაკერთა უცნობმა ჯგუფმა საერთაშორისო ტერორისტული ქსელის, „ალ–ქაიდას“ საიტები გატეხა. ამ საშუალებით, ინტერნეტ–„ტერორისტებმა“ რეალურ ტერორისტებს მსოფლიოსათვის საკუთარი მესიჯების და ვიდეოების გაგზავნის შესაძლებლობა მოუსპეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენ–ბი–სი ნიუსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, სისტემაზე შეტევა ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ჰაკერები კარგად დაგეგმილ და უჩვეულოდ რთულ საშუალებებს იყენებდნენ. ექსპერტების აზრით, გატეხილი საიტების აღდგენას რამდენიმე დღე დასჭირდება.

ეს ფაქტი, „ალ–ქაიდას“ საიტების განადგურების პირველი შემთხვევა არ არის. როგორც ადრე დასავლური საინფორმაციო საშუალებები იტყობინებოდნენ, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტებმა, ჟურნალ „Inspire“ – ს საიტი გატეხეს, რომელიც ერთ–ერთ დაჯგუფებას ეკუთვნოდა. ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციები და ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ სახლის პირობებში, დამწყებმა ტერორისტებმა როგორ უნდა დაამზადონ ბომბი, იუმორის გრძნობით დაჯილდოებულმა ჰაკერებმა კექსების და სხვადასხვა სახის ნამცხვრების რეცეპტებით შეცვალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100