სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იმედა დვალიძე: „დოკუმენტის სიყალბეს ვერ გადაფარავს ვერც სასამართლოს დაშანტაჟების და ვერც ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობები“

28 იანვარს გავრცელდა კომპანია „ტრანსფორდის“ მორიგი განცხადება ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიების მიერ აღძრულ სარჩელთან დაკავშირებით. წინა განცხადებებისაგან განსხვავებით, რომლებშიც ძირითადი აქცენტი გამიზნულად საქმის განმხილველი მოსამართლის დასაშანტაჟებლად კეთდებოდა, ამჯერად, მცდელობაა აბსურდული ბრალდებებით ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაცია მოხდეს.

ყოველივე ამან უკვე კომიკური სახე მიიღო და ადასტურებს მოწინააღმდეგეების აგონიაში ყოფნას. ადამიანურად გვესმის კიდეც მათი, რადგან არ გააჩნიათ არანაირი არგუმენტი, რომელიც ჩვენს სიმართლეს უარყოფდა. ყველაზე უკეთ სწორედ მათ იციან, რომ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის კომპანიებისთვის ნავმისადგომების იჯარის უფლების შეწყვეტა მოხდა შეითითხნილი დოკუმენტის საფუძველზე. დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს იმდენად სჯეროდათ დაუსჯელობის, რომ ყალბი დოკუმენტიც ერთობ ზერელედ შექმნეს - იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ ყალბი დასკვნის ხელმომწერი უკრაინელი „ექსპერტებისთვის“ საზღვარგარეთული პასპორტები აეღოთ და საქართველოში ჩამოეყვანათ.

ეს ყოველივე მათ კარგად იციან, ხედავენ იმასაც, რომ დამარცხება გარდუვალია და უმწეობისგან სახე ბოლომდე დაკარგეს. დავის ეთიკის ელემენტარული ნორმების დარღვევაა, როცა სიყალბის გადაფარვას ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედტაციით ცდილობ . ერთი მხრივ, ნაციონალების სიცრუის სკივრიდან ხალხის „ძარცვის“ ყავლგასული თემის ამოქექვა და, მეორე მხრივ, სხვა ქვეყანაში სხვა მხარეების მონაწილეობით მიმდინარე, ჯერაც დაუსრულებელი სამართალწარმოების ჩხარტიშვილის იმიჯის შესალახად გამოყენება იმას ჰგავს, ერთმანეთს რომ სრულიად განსხვავებული ორი საგანი შეადარო, რომელთაგან ერთი ლურჯია, ხოლო მეორე თბილი.

აქაც ღრმად ცდებით. თქვენს შეფასებას თუ გამოვიყენებთ „ნიშანდობლივია, რომ კანონის უზენაესობის მქონე, დიდ ბრიტანეთში“ პატარკაციშვილებთან დასრულებულია ერთი სასამართლო პროცესი და , თქვენდა სამწუხაროდ, იგი ვანო ჩხარტიშვილმა მოიგო. კერძოდ, ოჯახმა აღიარა, რომ ყველაზე ღირებული სადაო აქტივი- ყულევის ტერმინალი, ვანო ჩხარტიშვილის საკუთრებაა. ლონდონში მიმდინარე მეორე პროცესის პირველი ინსტანცია წავაგეთ, მაგრამ მას მეორე ინსტანციაში ვასაჩივრებთ. ამავე თემაზე დავა მიმდინარეობს ქართულ სასამართლოშიც და აქ ჩვენ პირველი ინსტანცია მოგებული გვაქვს. თუმცა,ყოველივე ამას არანაირი მიმართება არ აქვს თქვენთან დავასთან, მაგრამ სწორედ იმიტომ სცადეთ სრულიად სხვა საქმეზე უმწეო გადამისამართება, რომ ჩხარტიშვილის რეპუტაციის შელახვის მცდელობით, იქნებ როგორმე საქმის განმხილველ მოსამართლეზე იქონიოთ ზეგავლენა. სულ ტყუილად, რადგან საზოგადოებაც და სასამართლო კორპუსიც კარგად ხედავს სიცრუეს და სიყალბეს თქვენს ქმედებებსა და სიტყვებში.

იმედა დვალიძე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100