მუცლის პრესის დაყენების 9 უმარტივესი მეთოდი
იარეთ გამართულმა და დაჭიმეთ მუცელი - დაუჯერებელია, მაგრამ სხეულს აქვს მეხსიერების უნარი, თუ გამუდმებით ივლით „შესუნთქული“ მუცლით თქვენი კუნთები ამას დაიმახსოვრებენ და შედეგს თავადაც შეამჩნევთ.
სვით წყალი - გამომშრალ ორგანიზმს მუშაობა უჭირს, რაც სხვა უკუჩვენებებთან მუცლის არეში ცხიმის დაგროვებასაც იწვევს. ამიტომ დაინიშნეთ დრო და ყოველ საათში ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.
მიაჩვიეთ ორგანიზმი საპირფარეშოში ხშირად სიარულს, გამოიმუშავეთ გრაფიკი, რაც ორგანიზმისთვისაც კარგია და მუცლის დათხელებასაც უწყობს ხელს.
საკვები კარგად დაღეჭეთ. ამით კუჭს მუშაობას გაუადვილებთ და ჭარბი წონისგანაც დაიზღვევთ თავს.
მიიღეთ პრობიოტიკები - მეტაბოლიზმის გამო, ხშირად მუცელი იმაზე დიდი ჩანს ვიდრე სინამდვილეშია. ამიტომ 24 საათში ერთხელ 50 გრამი პრობიოტიკის მიღება პრობლემას მოგიგვარებთ. ცნობისთვის პრობიოტიკი გახლავთ ნაწლავების მიკროფლორის მარეგულირებელი ეფექტური საშუალება.
იარეთ ფეხით - დღეში 30 წუთიანი გასეირნებით თქვენ თქვენს კუნთებსა და ორგანიზმსს დიდ სამსახურს გაუწევთ.
დაივიწყე საღეჭი რეზინი - ღეჭვის დროს თქვენ ყლაპავთ ჰაერს, რომელიც მუცელში ხვდება და ბერავს მას.
აკონტროლე ჰორმონები, რადგან ქალური ჰორმონის ესტეროგენის სიჭარბე მუცლის არეში ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს.
წამოწექი - დღეში 20 წუთის განმავლობაში დაკავდი ე.წ. ზარმაცი გიმნასტიკით. დაწექით ზურგზე და გაჭიმული ფეხები ოდნავ აწიეთ მაღლა, ისე რომ მუცელი დაიჭიმოს. ვარჯიშისთვის აუცილებელია სწორი და მაგარი ზედაპირი, მაგალითად იატაკი.
კომენტარი