NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერის, დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს
NDI-ის გამოკითხულთა 36% თბილისის მერს, დავით ნარმანიას საქმიანობას ნეგატიურად აფასებს.
კითხვაზე
- როგორ აფასებთ თბილისის მერ დავით ნარმანიას საქმიანობას, პასუხები
შემდეგნაირად გადანაწილდა: კარგად - 12%, საშუალოდ - 44%, ცუდად - 36%, არ
ვიცი -7%.
კითხვაზე, როგორ აფასებთ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი
ალიბეგაშვილის საქმიანობას, გამოკითხულთა 34% პასუხობს, რომ მის შესახებ
არაფერი სმენია, 15% ცუდად აფასებს საკრებულოს თავმჯდომარის საქმიანობას,
20% – საშუალოდ, 4% კი – კარგად.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8
აგვისტოდან 10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით 4 448
ადამიანი, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე
გამოიკითხა.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRCC-საქართველო ატარებს.
კომენტარი