WeekEnd-საკითხავი: რუსი ქალის ლოგიკა
„ავტობუსით ვმგზავრობ. მინდა, ჩემს წინ მდგარ ქერა, გრძელთმიან გოგონას ბილეთის ფული გადავაწოდო. ჯერ გვერდიდან ვაკვირდები. ლამაზი პროფილი აქვს. უცებ, მომინდა, სახელით მივმართო და გავაოცო. მაგრამ როგორ? ვაკვირდები, იქნებ ლოგიკა გამომადგეს რამეში. აჰა, ხელში მუყაოს კოლოფი უჭირავს. ვცნობ - ძვირადღირებული ღვინოა. ლოგიკას ვრთავ:
თუ ამ გაჩერებაზე არ ჩავიდა, ესე იგი, ჩემს მიკრორაიონში მიდის; რახან ძვირადღირებული ღვინო მიაქვს, ალბათ, მამაკაცთან მიდის; სახლში, ქმრებთან, ღვინის ბოთლებით არ მიდიან, თანაც აქამდე არ შემხვედრია - ესე იგი, საყვარელთან მიდის; თვითონ ლამაზი და ახალგაზრდაა, ესე იგი, სიმპათიურ მამაკაცთან მიდის; ჩემს მიკრორაიონში სულ ორი სიმპათიური მამაკაცია - ჩემი ქმარი და ჩემი საყვარელი; ჩემს საყვარელთან ვერ წავა, რადგან მე მივდივარ - ესე იგი, ეს ჩემს ქმართან მიდის; ჩემს ქმარს ორი საყვარელი ჰყავს - ოლია და კატია. კატია ეს არ იქნება, რადგან მივლინებაშია, ესე იგი...“
-ოლია, თუ არ შეწუხდებით, ერთი ბილეთის ფული გადააწოდეთ...
გაოგნებული ოლია:
-საიდან იცით ჩემი სახელი?!.
ისტორიის გაგრძელება და დასრულება ინდივიდუალურად შეგიძლიათ...
კომენტარი