სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვანო მერაბიშვილი: მთავრობას აქციების ძალიან ეშინია

ვიცი, რომ მთავრობას აქციების ძალიან ეშინია, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ბათუმში, თანაგუნდელებთან შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვიცი, რომ მთავრობას ძალიან ეშინია აქციების. მას მოუწევს შეგუება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. საქართველოში იარსებებს ოპოზიცია და მას მოუწევს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება. რაც მალე შეეგუება ივანიშვილი ამას, მით უკეთესია მისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხვდება. როგორც შეხვედრამდე მან განაცხადა, სურს გაიგოს, რა პრობლემები აწუხებს ხალხს, ასევე პარტიის წევრებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. ვანო მერაბიშვილი დღესვე სამტრედიასა და ბაღდათში შეხვდება თანაპარტიელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100