სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Fitch - მა საქართველოს რეიტინგი "B+"- დან "BB-"- მდე აამაღლა

საქართველოს მთავრობა რეიტინგის ამაღლებას ეკონომიკის ზრდას, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას, ინფლაციის კლებას და სავალუტო რეზერვების ზრდას უკავშირებს.

მსოფლიოში ცნობილი სამი სარეიტინგო კომპანიიდან საქართველოს რეიტინგი Fitch–მა და Standard&Poor’s–მა აუმაღლა.

გასულ თვეში საქართველოს Standard&Poor’s–მა რეიტინგი "B+"-დან "BB-"-მდე აუმაღლა. ზუსტად იგივე მონაცემები გამოაქვეყნა Fitch-მა, რომლის წარმომადგენლებიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ.

მათ ქვეყნის ეკონომიკა, გეოპოლიტიკური სიტუაცია და მიმდინარე რეფორმები შეისწავლეს. Fitch–ის წარმომადგენლებმა საქართველოს რეიტინგი "B+"-დან "BB-"-მდე აუმაღლეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ეს განპირობებულია საქართველოს საგარეო ვალის კლების ტენდენციით , ინფრასტრუქტურაში ინვესტირების ზრდით, ბიზნეს-კლიმატის ცვლილებით და ინვესტიციების მოზიდვით.

სარეიტინგო კომპანიების მიერ საკრედიტო შეფასება მსოფლიოს 200 ქვეყნიდან მხოლოდ 125 ქვეყანაზეა მოცემული. ქვეყნებს საკრედიტო რეიტინგი სჭირდებათ იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანონ ფასიანი ქაღალდები და მოიზიდონ ინვესტიციები.

დეკემბრის ბოლომდე საქართველოს საკრედიტო რეიტინის შედეგებს კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია - Moody’s გამოაქვეყნებს, რომლის წარმომადგენლობა საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100