უცნაური ადგილები: Fucking - დასახლება ავსტრიაში
Fucking - ასე ჰქვია პატარა, სულ 150-კაციან დასახლებას ავსტრიაში, ამ სახელს ჯერ კიდევ 1070 წელს ატარებდა და, როგორც ჩანს, მასში არაფერი უხერხული და, მით უმეტეს, მიუღებელი არ იყო. დღეს კი ტურისტთა უმრავლესობა ამ დასახლებაში მხოლოდ იმისთვის ჩადის, რომ საგზაო მაჩვენებელთან, სადაც დასახლების სახელწოდებაა წარწერილი, ფოტო გადაიღოს. განსაკუთრებით საინტერესო კი ის გახლავთ, რომ საგზაო სამსახურებს თითქმის ყოველი ზაფხულის ბოლოს უწევთ თანხის მოძიება, რათა ახალი საგზაო ნიშანი დადგან, რადგან უკვე არსებულს, ტურისტები, უბრალოდ, იპარავენ. ადგილობრივ ბიუჯეტში ამ მიზნით უკვე თანხის წინასწარ გათვალისწინებაც დაიწყეს. ტურისტებს განსაკუთრებით ის აბრა იზიდავთ, რომელიც საგზაო მაჩვენებლის ქვემოთაა და მძღოლებს მოუწოდებს, არ იჩქარონ...
ისღა დაგვრჩენია შეგახსენოთ, რომ მსგავსი, რომელიმე ენაზე ან ჟარგონზე "იხერხულად ჟღერადი" დასახელების პუნქტები თითქმის ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, საქართველოშიც (მაგალითად, "სასირეთი", რომელსაც ასე ჩიტების სიმრავლის გამო დაერქვა (გადმოცემის თანახმად), მაგრამ თანამედროვე ჟატგონის გათვალისწინებით, საყოველთაო მხიარულებას იწვევს).
კომენტარი