სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობა ორშაბათიდან დაბრუნდება

გურამიშვილზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობა ბრუნდება. საცხოვრებელ კორპუსში მოქალაქეების შეყვანა ორშაბათიდან დაიწყება.

თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის თქმით, შემდეგ კვირაში ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, პირველ ეტაპზე საკუთარ სახლებში ის მაცხოვრებლები დაბრუნდებიან, რომელთა სახლებიც უმნიშვნელოდ დაზიანდა. ხოლო რაც შეეხება კორპუსის იმ მონაკვეთს, სადაც აფეთქების ეპიცენტრი იყო - მე-3, მე-4 და მე-5 სართულის მაცხოვრებლებს, გამგებლის თქმით, მათი ხანრგძლივი პერიოდით ქირით დაბინავებას უზრუნველყოფენ.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს. კორპუსის სრულად აღდგენამდე ქირით ცხოვრება 15-მდე ოჯახს მოუწევს. გურამიშვილზე აფეთქება 18 ოქტომბერს მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100