სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს დააკავებენ?

გლდანის ციხიდან გამოსულმა ეკა ბესელიამ, მრავალ მინიშნებასთან ერთად, ერთი საინტერესო მინიშნებაც გააკეთა: უახლოეს დღეებში, შესაძლოა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი დააკავონ.

მისი დაკავების მიზეზი „ფოტოგრაფების საქმე“ გახდება. ბესელიას მინიშნებებიდან ცხადი ხდება, რომ საგარეო უწყების თანამშრომელი მამაკაცია, რომელიც საინფორმაციო სამსახურში მუშაობს და გარკვეული სახის, არასაჯარო ინფორმაციის დაცვა ევალებოდა.

საგარეო უწყების თანამშრომელს, რომელიც, შესაძლოა, ამ ინფორმაციის გავრცელების მომენტისთვის უკვე დაკავებულიც იყოს, სავარაუდოდ, ბრალს სამსახურებრივ გულგრილობისა და დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულებაში წაუყენებენ.

ეკა ბესელიამ ისიც განაცხადა, რომ სავარაუდოდ დასაკავებელი თანამშრომლის სახელი და გვარიც უთხრეს, მაგრამ ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბარში პოტენციური ეჭვმიტანილის ვინაობა ვერ გაიხსენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100