სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს მთვარლი ვარ. შემატყობინე როგორმე - იქ დაგვალევინებენ?" - ვის გარდაცვალებაზე თქვა ეს სიტყვები ვახტანგ რჩეულიშვილმა?

ვახტანგ რჩეულიშვილის სიტყვები, როდესაც ოთარ რამიშვილი გარდაიცვალა.

ვახოს ამ სიტყვებს მისი მეგობარი დიმიტრი ჩხეიძე აქვეყნებს:

ოთარ რამიშვილს

არც მე ვიცი რამდენი დამრჩენია სიცოცხლე. მაგრამ როდესაც სიცოცხლის სურვილი დაგეკარგება, მაშინ ემშვიდობები ალბათ ყველას. მე მინდა შენ მოგიგონო ჩემო ოთარ, როგორც მაიას მეგობარი. საერთო ძმაკაცმა ბიჭიმ გაგვაცნო ერთმანეთს და ამის შემდეგ ხშირად ერთად ვქეიფობდით. გიზო ნიშნიანიძის ნათელი სულიც გვაახლოვებს. როდესაც ბავშვობის მეგობარიც კი ფულის გამო ზურგს შეგაქცევს, მაშინ ხვდები, რა კარგები არიან უანგარო ადამიანები- მათ უბრალოდ უყვარხარ. ასეთი იყავი შენც და ამიტომაც მე, ცოცხალი გვამიც კი გეფერები. თუმცა თბილისი, სადაც ჩვენნაირები სულ 30% თუ დარჩა, აღარ მიტაცებს.დროზე მოკვდი, ჩემო გენიოსო კაცო. მაგრამ მაინც მიყვარს თბილისი, ვინაიდან მძევლობაში აყვანილ მაის ყველაზე მეტად უყვარდა პლეხანოვი და ურიათ უბანი, ანუ ძველი თბილისი. შეხვედრამდე ჩემო ოთარ. დღეს მთვარლი ვარ. შემატყობინე როგორმე - იქ დაგვალევინებენ?

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100