სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვითხოვთ თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალი არჩევნები ჩატარებას - აქცია ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან

ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიასთან, სადაც დღეს კომისიის ბოლო სხდომა მიმდიმარეობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებით განცხადებით, მათი მოთხოვნები უცვლელია.

„დღეს ვაკე-საბურთალოს ოლქში ხდება შემაჯამებელი ოქმების დაკანონება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი პოზიცია დავიცვათ და მივიყვანოთ ბოლომდე. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება, ვითხოვთ თამარ ჟვანიას გადაყენებას და ხელახალი არჩევნები ჩატარებას”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ანა ქართველიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100