სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ხან ამბობენ ორსულად არისო, ხან მეგობარი გოგო ჰყავსო" - დრონი.ჯი-ს ინტერვიუ მალიბუ ტუღუშთან

ახალგაზრდა, ექსტრავაგანტული და ნიჭიერი მომღერალი მალიბუ ტუღუში თავისი განსხვავებულების გამო მუდამ ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ჭორებს თუ დავუჯერებთ, ის ხან გოგოს ხვდება და ხან ბოიფრენდისგანაა ორსულად.

ერთი კი ფაქტია, რომ ძნელია მის ძლიერ ხმასა და მომნუსხველ ტემბრს გულგრილი შეხვდე და უემოციოდ მოუსმინო, როცა ის სცენაზე დგას.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მალიბუ ბავშვობაში ბათუმის ერთ-ერთ ტაძარში გალობდა და პარალელურ რეჟიმში მან ანდრია ბალანჩივაძის სახელობის ექსპერიმენტული სამუსიკო სკოლა დაამთავრა. ის საზოგადოებამ პროექტ x-ფაქტორით გაიცნო .

მომღერალმა პროექტში მონაწილეობის შემდეგ ბევრი ახალი სიმღერა ჩაწერა და კლიპიც გამოუშვა. ეს უკანასკნელი წლევანდელი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვების ნომინანტიცაა.

მალიბუ სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ დრონი.ჯი-ს ესაუბრა. მომღერალმა ჩვენთან საუბარში იმ ჭორებზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ჩვენს მკითხველს ძალიან დააინტერესებს.

გთავაზობთ ინტერვიუს მალიბუ ტუღუშთან.

დრონი.ჯი: თქვენ ცოტა განსხვავებული იმიჯი გაქვთ. იქცევთ თუ არა ყურადღებას ამ გამორჩეული ვიზუალით?

მალიბუ: იმიჯი მომღერლისთვის ერთ-ერთი მთავარი რამ არის. ჩემი იმიჯი რა თქმა უნდა ყურადღების ცენტრშია და ეს ასეც უნდა იყოს.

- ცხადია, როცა ცნობადი სახე ხდები, ხალხის ინტერესები იზრდება, ყველა ქცევას, ნაბიჯს გიკონტროლებენ და იხილავენ. ეს გიშლით თუ არა ხელს კარიერულ წინსვლაში?

- ეს ალბათ იმათ უშლის ხელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ხალხის მიმოხილვა. აი, მე კი ნამდვილად არ ვღელავ ამაზე. ასე, რომ, ოდნავადაც არ ეხება ეს ჩემს კარიერას

- ქართველებს გარკვეული სტანდარტები გვაქვს ყველაფერში. რა არის ის, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებით?

- სტანდარტი და ჩარჩოში ცხოვრება ჩემთვის მიუღებელია. ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სიტყვისა და სურვილის თავისუფლება. არ არსებობს ერთნაირი ადამიანი, ასევე არ არსებობს სტანდარტი ყველა ადამიანისთვის, რადგან თითოეული პიროვნება ინდივიდია.

- შენი აზრით, ვის უხდება სიტყვა"პროფესია ჟიური"?

- ამ ქვეყანაში არ გამიკვირდება, ბუღალტერიც რომ ჟიურიში იყოს. იმ ადამიანს, ვინც პროფესიონალია კერძოდ იმ საკითხში, რასაც ეხება პროექტი

- „მხოლოდ ქართული თუ x-ფაქტორი?

- არ ვუყურებ, ასე რომ არც ვიცი.

- როგორ დაიკელი წონაში და გაქვს თუ არა საიდუმლო, რასაც სხვებსაც გაუმხელ?

- გრაფიკი ისეთი მაქვს, ახლა სულ რომ არ მინდოდეს, მაინც დავიკლებ, თუმცა ვარჯიში და ნაკლებად კალორიული საჭმელი საუკეთესო ვარიანტია .

- ყვითელმა პრესამ თქვენზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგობარი გოგო გყავთ. შეესაბამება თუ არა ეს რეალობას?

- ჩამოყალიბდნენ - ან ერთი რაღაც მოიგონონ ან მეორე, ხან ამბობენ ორსულად არისო, ხან გოგო ჰყავსო. მეც დავიბენი...

- შენი აზრით ქართული "შოუ ბიზნესი" არსებობს?

- ყოველ შემთხვევაში ცდილობენ მაინც.

- რას გეგმავ უახლოეს მომავალში?

- რამდენიმე დღეში კლიპის გადაღებები იწყება, ასევე იგეგმება რამოდენიმე კონცერტი ემიგრანტებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100