ივანიშვილმა ახალგაზრდების სისხლში გაისვარა ხელი - ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში საპროტესტო აქცია გამართეს
არა რუსულ ოკუპაციას - ქართველმა ემიგრანტებმა ნიუ-იორკში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოში რუსი დეპუტატების შემოშვება და სერგეი გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დათმობა გააპროტესტეს.
მათი თქმით, განსაკუთრებული პროტესტი რუსთაველის გამზირზე განვითარებული სისხლიანმა მოვლენებმა გამოიწვია. ქართველი ემიგრანტების განცხადებით, ქვეყანას მოღალატე მთავრობა ჰყავს და ის უნდა გადადგეს.
„ამაზრზენია რაც ხდება საქართველოში, მარტო გახარია არ არის შუაში, მთავარია შუშის სასახლეში მოკალათებული გველეშაპი,რომელმაც ახალგაზრდების სისხლში გაისვარა ხელი. უნდა გადადგეს მთავრობა და უნდა დადგეს საკითხი მისი ქვეყნიდან გაძევების თაობაზე. შემდეგ კი მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდეს არჩევნები,“-ამბობს ემიგრანტი გიორგი მაზმიშვილი.
კომენტარი