სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოსტნეულის სალათი კრევეტებით

ინგრედიენტები: 200 გრამი კრევეტები, 100 გრამი ყველი, 5-7 ცალი პომიდორი, 1 კიტრი, 1 ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, ზეითუნის ზეთი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი: კრეტევები მოვხარშოთ და გავწმინდოთ, რამდენიმე სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მოვასხათ კარგად გაცხელებულ ტაფაზე და კრევეტები მოვთუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში. შემდეგ გავაციოთ. ჯამში ჩავყაროთ დაჭრილი პომიდორი, კიტრი და შავი პილპილი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კუბიკებად დაჭრილი ყველი. დავუმატოთ კრევეტები, მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. მოვასხათ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ძმარი და მოვაყაროთ წვრილად დაქუცმაცებული ბულგარული წიწაკა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100