სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რელიგიური მკრეხელობა ვენეციის კინოფესტივალზე

25 აგვისტოს ჩვენს საიტზე დაიბეჭდა ნია კომლელის წერილი: „სამოთხე: სიყვარული" და უკანასკნელ ზღვრამდე მისული სამყარო". იგი ეხებოდა ავსტრიელი რეჟისორის, ულრიხ ზაიდლის ფილმს „სამოთხე: სიყვარული" , რომელიც ტრილოგიის პირველ ნაწილად ჰქონდა ჩაფიქრებული ავტორს.

პირველმა ფილმმა გარკვეულად შექმნა აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ტრილოგიის მეორე ნაწილმა საერთოდ უდიდესი სკანდალი გამოიწვია: ულრიხ ზაიდლის ამ მეორე ფილმის მიმართ, რომელიც ვენეციის კინოფესტივალზეა წარმოდგენილი, ქალაქის პროკურატურის სახელზე მორწმუნეების მიერ ფილმის შემქმნელთა მიმართ შეტანილია სარჩელი, „რელიგიური კონფესიის შეურაცხყოფის გამო, ადამიანებისა და ნივთების ბოროტად გამოყენების მეოხებით".

მეორე ფილმის სახელია „სამოთხე: რწმენა", რომელშიც მთავარი გმირის როლს ასრულებს პირველი ფილმის მთავარი გმირის და. ამ ქალს ფილმში ჰქვია ანა-მარია. ის მარტოდ ცხოვრობს, მუშაობს მედდად და შვებულებას ატარებს საუფლო ქადაგებებით კარდაკარ სიარულით. მისი სიყვარული უფლის მიმართ თანდათან იზრდება და ბოლოს მკრეხელურ გრძნობაში გადაიზრდება.

ეს მკრეხელობა იმდენად სცდება დასაშვებ ნორმებს (ქალი მასტურბირებს რელიგიური ატრიბუტიკის შეურაცხყოფით), რომ მოვლენის შესახებ გადაღებულ ვიდეო კადრებს აქვს გამაფრთხილებელი წარწერა: „ვიდეო აკრძალულია ბავშვებისათვის კანონის თანახმად, რომელიც იცავს ბავშვებს მათი ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის მავნე ინფორმაციისაგან".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100