Facebook-ზე „განმეგობრება“ ანონიმური აღარ იქნება და გაიგებთ, ვის აღარ მოსწონხართ
„ფეისბუქზე“ უამრავი კოსმეტიკური ცვლილებისა და ჩქმეტა-ჩქმეტის შემდეგ ახალი მოდელი, რომელიც მომხმარებლებს წარსულისაგან განსხვავებით უკვე აგებინებს თუ ვინ წაშალა ისინი მეგობრების სიიდან, ალბათ მომხმარებელთა გაცოფებას გამოიწვევს.
ახალი მოდელი მოქმედებაში ახლო მომავალში შემოვა. მომხმარებლებს „ფეისბუქის“ მთელი ისტორიის ნახვის საშუალება ექნებათ, მათ შორის თავიანთი ცვალებადი მეგობრების სიებისაც.
ე.წ. თაიმლაინი (საკომუნიკაციო ხაზი, რომელიც გადმოსცემს ინფორმაციას დროის შესახებ) საშუალებას მისცემს ადამიანებს შეხედონ თუ მისმა რომელმა უწინდელმა „მეგობარმა“ გადაწყვიტა მათთან ურთიერთობის დასრულება.
„ფეისბუქის“ ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობს: „პრინციპში, დღეს არსებული ვითარების მიხედვით თუ კი მაგალითად 3 წლის წინათ დამეგობრებული რომელიმე ადამიანის პროფილზე შეხვალ და აღმოაჩენ, რომ ღილაკი ისევ გეუბნება „დაიმეგობრე“, ეს ნიშნავს, რომ მან შენთან მეგობრობის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მეგობრობაზე უარი გითხრათ. მიმაჩნია, რომ ამგვარი რამ ადამიანებს გულს ტკენს, რადგან ყოველთვის მტკივნეულია იმის გაგება, რომ შენთან მეგობრობაზე უარი თქვეს.“
კომპანიის 7 წლის არსებობის პერიოდში, როგორც მარკ ცუკერბერგი ამბობს „ეს არის ახალი გზა გამოხატო შენი თავი.“
მიუხედავად აურზაურისა და ბუზღუნისა, ვარაუდობენ, რომ „ფეისბუქის“ ფართო მომხმარებელთა წრე კიდევ უფრო მიჯაჭვული იქნება ამ ვებგვერდზე.
ერთ-ერთი ანალიტიკოსი, სინ კორკორანი ამბობს: „როცა „ფეისბუქის“ ისტორიასა და მის განვითარებას ადევნებ თვალს, აშკარაა, რომ მათ ცვლილებების არ ეშინიათ. მათ წარსულშიც არაერთი ცვლილება განახორციელეს, რამაც მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ დროთა განმავლობაში ნათელი გახდა, რომ „ფეისბუქი“ მართალი იყო.“
კომენტარი