ბათუმში, ნანგრევებში დაახლოებით 8 ადამიანს ეძებენ – მერია
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლელა სურმანიძე ამბობს, რომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევისას, შესაძლოა, სახლში 8 ადამიანი ყოფილიყო.
"ჩვენი სერვისცენტრის მენეჯერი და ამხანაგობის თავმჯდომარე ვის ოჯახებსაც დაეკონტაქტნენ, დაახლოებით 7-8 ადამიანი შეიძლება იყოს ნანგრვებში. ერთი მწოლიარე ქალია, რომელიც, შესაძლოა, ყოფილიყო სახლში. ბავშვების ნაწილი სკოლაშია, ადამიანების ნაწილი სამსახურში. 12 ოჯახია ჩამონგრეული, 8 ადამიანია, სავარაუდოდ, ნანგრევებში",- ამბობს ლელა სურმანიძე.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
კომენტარი