არჩილ ტატუნაშვილის ერთ-ერთი გამტაცებელი ციხეში კორონავირუსით გარდაიცვალა
არჩილ ტატუნაშვილის ერთ-ერთი გამტაცებელი, ფილიპ ხაჩიროვი ციხეში კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის მედია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ გარდაცვლილი ახალგორის გამგებლის, ლუდვიგ ხაჩიროვის ძმა, რომელიც ტატუნაშვილის გატაცებისა და მკვლელობის დროს პოლიციის უფროსი იყო.
ცნობისთვის, ყოფილი სამხედრო არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
კომენტარი