სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკვე წითელ ზონაში ვართ, ყველა მაჩვენებელი გაუარესდა - გამყრელიძე

ვიყავით ნარინჯისფერ ზონაში, ახლა გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების ყველა მაჩვენებელი გაუარესებულია, რის გამოც რეგულაციების აღსრულების კონტროლი გამკაცრდება. იგეგმება ცვლილებები პირბადის გამოყენების წესთან დაკავშირებითაც.

"ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს იყო ამ საკითხებზე მსჯელობა საკოორდინაციო საბჭოზე. ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს - ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი... ეს ყველაფერი არის გაუარესებული.

ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როცა ვიყავით მესამე ტალღის პიკზე 17 მაისს და ასევე დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. ეს ძალიან საყურადღებოა.

ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონს ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერ ზონაში, ახლა გადავედით წითელ ზონაში. ანუ ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული.

საბჭოზე იყო მსჯელობა და რიგი გამკაცრებები იქნება. პირველ რიგში აღსრულების კუთხით.

მოშვებულია მოსახლეობა. პირბადეს დახურულ სივრცეშიც აღარ ატარებენ. ამიტომ ღია სივრცეში პირბადესთან დაკავშირებით კარკვეული ცვლილებები იქნება.

შტაბი დაამუშავებს ამ რეკომენდაციას. ამაზე დავალება მიეცა შტაბს, შემუშავდება ეს რეკომენდაციები და მალე გახდება ცნობილი. საუბარია პირბადის ტარებაზე ღია სივრცეში იქ, სადაც შეიკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების" - განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100