სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა გახდა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაცვალების მიზეზი – კლინიკის პირველი კომენტარი

ცნობილი ხდება ინფორმაცია კლინიკა „მედკაპიტალის“ ექიმის გარდაიცვალების შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, მან ორი კვირით ადრე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, თუმცა „მედკაპიტალში“ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალება ვაქცინამ გამოიწვია.

როგორც კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, ექიმს აცრის შემდეგ არანაირი გართულება არ გამოვლენია.

მედკაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ექიმი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ექიმს გულის იშემიური დაავადება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალება სწორედ გულის პრობლემებს უკავშირდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100