კორონავირუსით, 17 სასულიერო პირი დაინფიცირდა
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერ ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს.
„კიევი-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 17 სასულიერო პირს დაუდასტურდა“, - ეს განცხადება კიევის მერმა დღეს გამართულ ონლაინკონფერენციაზე გააკეთა.
კიევში კორონავირუსი სულ 1 651 მოქალაქეს დაუდასტურდა. გასულ 24 საათში კორონავირუსით კიდევ 68 ადამიანი დაინფიცირდა.
ჯამში უკრაინაში COVID19 13 184 ადამიანს დაუდასტურდა.
13 აპრილს კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი დაწესდა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
კომენტარი