სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საიმიჯო კატალოგი ქართული კომპანიებისთვის

2018 წლის ნოემბრიდან, შვედეთის მთავრობი მხარდაჭერით პროექტიქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ (GEclose2EU) მიმდინარეობს. პროექტი საქართველოშიეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტოაწარმოე საქართველოსთანთანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.

პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ონლაინ რესურსის www.tradewithgeorgia-ს ხელშეწყობა და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელსაც ინოვაციური პლატფორმა ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებს სთავაზობს.

www.tradewithgeorgia.com წარმოადგენს ინტერნეტ კატალოგს, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მეწარმეებს ინფორმაცია საკუთარი პროდუქციისა და სერვისების შესახებ ფართო აუდიტორიას გააცნოს. თავის მხრივ სააგენტოს მიზანია რაც შეიძლება მეტ საერთაშორისო იმპორტიორს, სავაჭრო ქსელის წარმომადგენელსა და ბიზნეს ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ასევე ხელი შეუწყოს ქართველ მეწარმეებს დაუკავშირდნენ უცხოელ პარტნიორებს და და საერთაშორისო კომპანიებს გაუმარტივოს წვდომა ინვესტორებსა ქართულ საექსპორტო პროდუქტებსა და სერვისებზე.

ზემოხსენებული ონლაინ პლატფორმა, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივითა შეიქმნა. ასევე და სააგენტო აქტიურადაა ჩართული საიტის პოპულარიზაციასა და ფრომოუშენში. ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი, სადაც უახლოეს პერიოდში იგეგმება კატალოგის პოპულარიზაცია გახლავთ ევროკავშირი.

პლატფორმაზე რეგისტრაცია ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია და მასში უკვე რეგისტრირდებიან Geclose2EU-ს ის ბენეფიციარი კომპანიები. კატალოგში ინფორმაციის განთავსება უფასოა და იგი ხელმისაწვდომია საქართველოში მოქმედი ბიზნეს ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შეავსებენ და ატვირთავენ შესაბამის მასალას საიტზე: www.tradewithgeorgia.com

პროექტი tradewithgeorgia ხორციელდება სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიერ. მისი მხარდამჭერია პროექტი GEclose2EU (ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან). დეტალური ინფორმაცია საიტზე რეგისტრაციის შესახებ იხილეთ: http://geclose2eu.info/?m=128


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100